пятница, 19 декабря 2008 г.

პირადი ბიბლიოთეკა

  1. პროექტის სახელი: პირადი ბიბლიოთეკა
  2. პროექტის მოკლე აღწერა : მოსწავლეები ერთმანეთს აცნობენ საყვარელ მწერალებს
  3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ერთმანეთს გააცნობენ საყვარელ მწერლებს.ერთი მწერალი იქნება სასკოლო პროგრამიდან მეორე კი არა. მაგ. ლეო ქიაჩელი და ჭაბუა ამირეჯიბი. შეეცდებიან გაარკვიონ რა ღირებულებებით აარჩია მოსწავლემ ეს მწერლები . მოიხიბლა ფსიქოლოგიური მხარით, ნაწარმოები ყველა დროში აქტუალურია, გმირი სულიერი განცდებით ახლოა მკითხველთან.უფროსი კლასის მოსწავლეები განიხილავენ ამხანაგების არჩევანს, შექმნიან ბლოგს და განათავსებენ ინტერნეტში. სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები გაეცნობიან ბლოგებს და მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიაში iearn qaetuli მისამართზე:

  4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 15,16,17 / 10--12
  5. ვადები/ხანგრძლივობა: სასწავლო წლის განმავლობაში
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა.დისკუსიის გამართვა კლასში,ბიბლიოთეკაში მუშაობა, ძშიება ინტერნეტში, აქტიურად ჩაბმა ინტერნეტ ფორუმში.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან ახალ მწერლებს და ნაწარმოებებს, გაიუმჯობესებენ ლოგიკურ აზროვნებას, მსჯელობის უნარს. შეიქმნება ბლოგები.
  8. სარგებელი სხვებისთვის: ინფორმაციის მიღება საინტერესო მწერლებზე,გაჩნდება წიგნთან დაახლოების ინტერესი, ამაღლდება სულიერი და ინტელექტუალური დონე.
  9. სამუშაო ენა: ქართული.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული - მსჯელობის უნარის განვითარება; სააზროვნო მოქმედებათა განვითარება ენობრივ მონაცემთა საფუძველზე; ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება. ისტორია- მოსწავლე აანალიზებს პირველად და მეორად წყაროებს. ინფორმატიკა-სისტემატურად და ეფექტურად იყენებს ელ. რესურსებს სხვებთან თანამშრომლობისთვის; საგანმანათლებლო დანიშნულების მასალის კვლევისთვის, გამოსაცემად, კომუნიკაციის და საზოგადოებაში საკუთარი წვლილის სხვა ფორმით შეტანისთვის(მაგ. ლიტ. პროექტები).
  11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: 112, 18, 74-ე სკოლები
  12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლალი ბარბაქაძე.
  13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: muxiani174@gmail.com
  14. პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?NodesByDateD@@.eea355e
  15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://piradibiblioteka.blogspot.com/